თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარკირების ახალი, თანამედროვე, ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უახლესი სისტემის დანერგვაში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
ახალი სისტემა დააფიქსირებს ავტომანქანის სანომრე ნიშნებს და ავტომატურად დაიანგარიშებს პარკირების საფასურს, რომლის გადახდა შესაძლებელი იქნება აეროპორტის ტერმინალში და პარკინგის გასასვლელში განთავსებული სპეციალური აპარატების მეშვეობით, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე - პლასტიკური ბარათით.
ახალი, თანამედროვე სისტემა ასევე გააუმჯობესებს პარკინგზე ავტომანქანების ნაკადის კონტროლს, რაც მგზავრებს დამატებით კომფორტს შეუქმნის.
აქტუალური
ვიდეო
ანალიტიკა
კალენდარი
« Октябрь 2024 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
Пн | Вт | Ср | Чт | Пт | Сб | Вс |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |
სხვადასხვა
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა
25-09-2018, 13:28
კადეტებს სასწავლებლის დამთავრება თავდაცვის მინისტრმა მიულოცა
29-05-2018, 16:34