,, უნიკალური შემთხვევა არის ელენე ხოშტარია, რომელიც ფინანსდება რუსული, არარუსული წყაროებიდან" - პაპუაშვილი


     უნიკალური შემთხვევა არის ელენე ხოშტარია, რომელიც ფინანსდება რუსული, არარუსული წყაროებიდან, პიროვნული ტრაგედიაა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჩამოყალიბდა ექსტრემისტ პოლიტიკოსად, რომელიც სხვადასხვა ქვეყნისგან ფინანსდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

     პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“.

     პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართულ პოლიტიკაში ხოშტარიას როლია სიყალბის გავრცელება და ექსტრემიზმი.

     „მის მიმართ ნდობა ხალხში რა თქმა უნდა, არ არსებობს. ერთადერთი რაც მას აქვს, ეს არის ის, რომ ისტერია მოაწყოს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, სულ მცირე ალბათ 10-მდე ბრიფინგი აქვს ჩატარებული, სადაც საქართველოს აბრალებდა, რომ აქ სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა. ტყუილს თხზავდა პირდაპირ ეთერში საქართველოს წინააღმდეგ და შესაბამისად, ეს არის მისი ფუნქცია, სხვა არაფერი, გარდა იმისა, რომ სიყალბე, დეზინფორმაცია შემოიტანოს ქართულ პოლიტიკაში. ის სხვადასხვა წყაროდან ფინანსდება უცხოეთიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან. პირდაპირ, ყველა მისი განცხადება დაფინანსებულია უცხოეთიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно