საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კინორეჟისორ ოთარ მიქელაძის წერილს აქვეყნებს, სადაც ეს უკანასკნელი მას ,,ჰეროკრატიაში" ბედუკაძის როლის შესრულების გამო ბოდიშს უხდის.
,,ბატონო პრეზიდენტო! ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმისათვის, რომ:
1. 2012 წელს გავწევრიანდი მატყუარა „ ქართულ ოცნებაში" ;
2. 2012 წლის არჩევნებში ხმა მივეცი „ ქართულ ოცნებას" ;
3. როგორც მსახიობმა,მონაწილეობა მივიღე მრავალსერიიან სატელევიზიო მხატვრულ ფილმში „ჰეროკრატია";
პატივისცემით, კინორეჟისორი ოთარ მიქელაძე.
,,თქვენ არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი, ივანიშვილს კი" - პასუხობს მიხეილ სააკაშვილი.