„არ მაქვს ინფორმაცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადანაცვლებებთან დაკავშირებით" - დეკანოიძე


     „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, რა პროცესები მიმდნარეობს ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით.

     დეკანოიძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მამუკა გუგეშაშვილის განცხადებაზე, რომ „დარწმუნებულია, სექტემბერ-ოქტომბერში ხაბეიშვილი აღარ იქნება თავმჯდომარე“.

     „არ მაქვს ინფორმაცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადანაცვლებებთან დაკავშირებით, არ გამიგია, არ ვარ საქმის კურსში. სიმართლე გითხრათ, ახლა არც ვიცი მათი შიდა ნომენკლატურა, როგორ აპირებენ მის ჩანაცვლებას ან საერთოდ აპირებენ თუ – არა. ნებისმიერი პოლიტიკური საკითხი, რომელსაც მისდევენ და აკეთებენ, მათი არჩევანია. მე კონკრეტული პრობლემების გამო, რაც მიმაჩნდა, რომ იყო პრობლემა, დავტოვე პარტია. ახლა არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, რა ხდება შიგნით პარტიაში და, ბუნებრივია, აღარც მექნება, რადგან ამ პარტიის წევრი არ ვარ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

     რაც შეეხება ოპოზიციის წინასაარჩევნო გაერთიანების საკითხს, დეკანოიძის განმარტებით, ყველასთან ითანამშრომლებს იმასთან დაკავშირებით, რომ დაამარცხონ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა.

     „ვფიქრობ, ამომრჩეველს აღიზიანებს კონკრეტულ ისტებლიშმენტზე საუბარი. ახლა ამომრჩეველმა რაც უნდა დაინახოს არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია „ქართული ოცნების“ დამარცხება. „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად კი, აუცილებელია, დავამარცხოთ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა. ამიტომ მე რაც მაინტერესებს და რასთან დაკავშირებითაც ყველასთან ვითანამშრომლებ, არის პროპაგანდის დამარცხება, როგორ შეიძლება, ოპოზიციამ გამართოს სტრატეგიული კომუნიკაციის ხაზი ჩვენს ამომრჩეველთან ისე, რომ რეალურად რუსეთი საფრთხეა, ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დამარცხდეს პროპაგანდა – ყალბი, ფარისევლური განცხადებები, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, რეალურად, ჩვენს ამომრჩეველთან ვერ მივიდეს. მე ჩემი მოსაზრება გითხარით, ძალიან მნიშვნელოვანია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის წამოყვანა ოპოზიციურ ფლანგზე და ახალგაზრდების მიერ ხმის დაფიქსირება, რადგან ახალგაზრდები არიან ძალიან აქტიური დასავლური ორიენტაციისა და კურსის შენარჩუნების პროცესში“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно