მარიონეტული რეჟიმი დღეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს დაკეტავს.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახური აღნიშნულის მიზეზად მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს ასახელებს.
ე.წ. საზღვრის გადაკვეთა დღეს საღამოს 20:00 საათიდან შეუძლებელი იქნება. მოძრაობის აღდგენა 10 მაისიდან იგეგმება.
