კიმჩი– კომბოსტოს მწნილი კორეულად, რომელიც ძალიან გემრიელი და სასარგებლოა


     კიმჩი– კომბოსტოს მწნილი კორეულად კიმჩი (კიმჩხი, ჩიმჩი) –კორეული ტრადიციული საჭმელია, სამხრეთ კორეაში კიმჩის ეროვნული დღეც არის დაწესებული. მეცნიერული კვლევით დადგინდა, რომ კიმჩიში შემავალი ნივთიერებები და ფერმენტები ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს, იცავს მას ინფექციებისგან და აძლიერებს იმუნიტეტს, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და კიბოს საწინააღმდეგო თვისებები. არსებობს კიმჩის 100–მდე რეცეპტი. ჩვენ გთავაზობთ ტრადიციულ ვარიანტს, თუმცა არ ჩავრთეთ ზოგიერთი უჩვეულო კომპონენტი, მაგალითად, თევზის სოუსი.


 

საჭირო ინგრედიენტები:

 

პეკინის კომბოსტო 2 საშუალო თავი;

სტაფილო– 1 ცალი;

ნიორი 1 დიდი თავი;

ბოლოკი 1 ცალი;

კიტრი 1 ცალი;

წითელი დაფქვილი წიწაკა 1–2სუფრის კოვზი, (საერთოდ უფრო მეტს უშვებიან და ძალიან ცხარე გამოდის);

შაქარი – 1 სუფრის კოვზი;

კოჭა და მარილი გემოვნებით.


     გარეცხილი კომბოსტო გავჭრათ სიგრძეზე, მაგრამ ბოლომდე არა. საშუალო სახეხზე გავხეხოთ კიტრი, ბოლოკი, სტაფილო, კოჭა, დავამატოთ დანაყილი ნიორი, წითელი წიწაკა, შაქარი და მარილი. გავიკეთოთ ერთჯერადი ხელთათმანები და მომზადებული მასა ჩავდოთ კომბოსტოს ფოთლებს შორის. ამრიგად მომზადებული კომბოსტო ჩავაწყოთ შესაფერის ჭურჭელში, დავადოთ სიმძიმე და დავახუროთ.

დავდგათ თბილ ადგილზე. დამჟავების პროცესში ყოველდღე უნდა მოვხსნათ თავსახური და სიმძიმე 3–5 წუთით, რათა დაგროვილი აირი ამოვიდეს. 1 კვირაში კომბოსტო მზადაა. გამარტივებული ვარიანტის სახით შეგიძლიათ კომბოსტო მსხვილად დაჭრათ და და ცხარე მასა შეურიოთ.

გემრიელად მიირთვით!

ანა ბახტაძე

ultrapress.ge

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно