„სრულმასშტაბიანი ურთიერთობების აღდგენა დამოკიდებულია არა საქართველოზე, არამედ რუსეთზე"–კანდელაკი


     „ამ განცხადებიდან ჩანს, რომ რუსეთს აწუხებს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია,"- ასე ეხმაურება საპარლამენტო ოპოზიცია მარია ზახაროვას „რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ზახაროვა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას" პროვოკაციულს უწოდებს.

     რაც შეეხება მოსკოვის მთავარ გზავნილს, სადაც რუსულ-ქართული ურთიერთობების სრულ აღდგენაზეა საუბარი, „ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ამ მოცემულობაში ეს შეუძლებელია.

     „სრულმასშტაბიანი ურთიერთობების აღდგენა დამოკიდებულია არა საქართველოზე, არამედ რუსეთზე. სანამ რუსეთს აქვს დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, სანამ რუსეთი მხარს უჭერს ეთნიკურ წმენდას და მხარს უჭერს ჩვენი დევნილების არ დაბრუნებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მათი საკუთრების არ აღდგენას, რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში საუბარი რთულია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე"-აცხადებს კანდელაკი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/109395