,,თაღლითი ქუცნაშვილი ფინტის ჩასატარებლად ემზადება"– თამაზ მეჭიაური


       თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, თამაზ მეჭიაური სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
 
      ,,თუ "ავ ენებს" და ინტუიციას დავუჯერებ, თაღლითი ქუცნაშვილი ფინტის ჩასატარებლად ემზადება-დააკომპლექტა რა საარჩევნო შტაბი თავისი ხალხით, ასევე, მთლიანად შეინარჩუნა რა საარჩევნო კომისია,არანაკლებ თაღლითის თავმჯდომარეობით, რომელმაც ზუსტად 1 წლის წინ თახედურად გააყალბა მერის არჩევნები, აპირებს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასაც...

     რაც არ უნდა გაგიკვირდეთ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ!!!

     ამით მას 2 კურდღელი სურს მოკლას-სამაგიერო გადაუხადოს ქალბატონ სალომეს, რაღაც ძველი წყენისთვის და არჩევნების შედეგები მე დამაბრალოს..."-წერს თამაზ მეჭიაური.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно