„მრავალშვილიანი“ იცვლება ფრაზით „სამი ან მეტშვილიანი – პარლამენტში მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრაზე იმსჯელეს


      პარლამენტში მრავალშვილისნი მშობლის სტატუსის განსაზღვრაზე იმსჯელეს. სხდომაზე მეორე მოსმენით განხილული კანონპროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" მიზნად ისახავს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრას და სახელმწიფოს მხრიდან მათ მხარდაჭერას.

     კანონპროექტით მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

     წარმოდგენილი დოკუმენტიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში", რომლის მიხედვითაც კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „მრავალშვილიანი" იცვლება ფრაზით „სამი ან მეტშვილიანი".

    დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წარმოდგენილ დოკუმენტს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно