,,საკმაოდ დიდი ძალა აქვს საპატრიარქოს, არავის დავაჩაგვრინებთ ჩვენს ქვეყანას"– მეუფე იაკობი


     ,,საკმაოდ დიდი ძალა აქვს საპატრიარქოს, არავის დავაჩაგვრინებთ ჩვენს ქვეყანას,"– ამის შესახებ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ პრესკონფერენხციაზე ისაბრა.

     მეუფე იაკობმა ავღანეთისა და კოლუმბიის მაგალითი მოიყვანა და დასძინა, რომ საქართველოშიც მსგავსი სიტუაცია განმეორდება.
 
     „კარგია, როცა ფიქრობ, რომ ბიუჯეტი შეავსო, მაგრამ, ალბათ სხვა გზა უნდა მოვნახოთ, ეკონომიკა გავაძლიეროთ ჯობია. ჯობია, წლები ვიწვალოთ, ვიდრე, ვითომ, იოლი გზით წავიდეთ. მარიხუანას ექსპორტმა რაც ავღანეთსა და კოლუმბიაში მოიტანა, საქართველოშიც იმავეს მოიტანს, სხვას არაფერს. ჩვენთან ნდობის ხარისხი არც ერთ ძალოვან უწყებას არ აქვს ისეთი, რომ პლანტაციების დაცვა ჩავაბაროთ. შიგნით ეგ ცუდ რაღაცეებს გამოიწვევს. ეს ხომ ჯერ ინიციატივა გაჟღერდა, მოთელვასავითაა, არის რაღაცა, რასაც არ დავთმობთ, საკმაოდ დიდი ძალა აქვს საპატრიარქოს, ქართულ ეკლესიას და ყოველთვის დავუდგებით სახელმწიფოს ძლიერებას, არავის დავაჩაგვრინებთ ჩვენს ქვეყანას,"- განაცხადა მეუფე იაკობმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно