სებ–ში 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია გაიმართა


     საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტის პრეზენტაცია დღეს, 18 მაისს ეროვნულ ბანკში გაიმართა. ახალი მონეტა საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

     შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, მათ შორის ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.

     "100 წლის შემდეგაც, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და ეკონომიკის ისეთი ზრდა, რომელიც მოქალაქეებზე თანაბრად იქნება განაწილებული. აღსანიშნავია, რომ 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე დაიწყო მუშაობა ახალი ქართული ფულის შექმნაზე. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციამ ეს ემისია 74 წლით გადადო. 

     დღევანდელ დღეს კი, შევიკრიბეთ რათა ავღნიშნოთ, დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილი მონეტის გამოშვება. ამ ტიპის სიმბოლიზმით ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ისტორიას და საშუალებას გვაძლევს მომავალ თაობებს ეს ულამაზესი და ისტორიული მონეტა დავუტოვოთ" - იღნიშნა თავის სიტყვაში მამუკა ბახტაძემ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно