უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი თბილისზე მოდის – საქსტატი


     პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი თბილისზე მოდის, ყველაზე მცირე - კახეთის რეგიონზე.

     საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის III კვარტალში თბილისში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 396.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა კახეთში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ - 2 532 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

     განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით, მეორე ადგილზე აჭარის რეგიონია, სადაც 2017 წლის III კვარტლის წინასწარი მონაცემებით, 106.9 მლნ აშშ დოლარია დაბანდებული.

     განხორცილებული ინვესტიციების მოცულობით, მესამე პოზიციაზე 34,1 მლნ აშშ დოლარით სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურიაა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно