ნავთობის ფასი ბოლო ექვსი თვის მინიმუმზეა


     ნავთობის ფასი დღეს ბარელზე 70 დოლარზე დაბალა დაეცა, რაც აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებლია. მიზეზად ანალიტკოსები ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე მიწოდების ზრდას და ასახელებენ.

     ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა დღეს ბარელზე 69 დოლარი და 60 ცენტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე კვირა ნავთობის ფასმა 4.5 პროცენტიანი ვარდნით დაასრულა.

     ოქტომბრის დასაწყისში ნავთობის ფასმა ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმს მიაღწია და ამ მაჩვენებელთან შედარებით, დღეს ვარდნა 18 პროცენტი გამოდის. თუმცა, კვარტლურ დონეზე ნავთობის ფასი 16 პროცენტითაა შემცირებული.

     რაც შეეხება აშშ-ის ტეხასურ ნედლ ნავთობს, მისი ფასი ბოლო რვა თვის მინიმუმზე დავიდა და ბარელზე 59 დოლარი და 28 ცენტი შეადგინა, რაც ოქტომბრის მაქსიმუმთან შედარებით, 20- პროცენტიან კლებას ნიშნავს. ბაზრის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამერიკული ნავთობი კლების ტენდენციაზე გადავიდა, რადგან ფასის ზრდის პირობები ჯერჯერობით აღარ არსებობს- ნავთობის საერთაშორისო მარაგები მზარდია და გლობალური ეკონომიკის ტემპის ვარდნის გამო, პროგნოზირებულია მოთხოვნის კლება.

     ანალიტიკოსების განმარტებით, ოქტომბერში ნავთობზე ფასის პიკური ზრდა ირანზე აშშ-ის მიერ სანქციების მეორე რაუნდის მოლოდინს უკავშირდებოდა, რომელიც ძალაში 4 ნოემბერს შევიდა. შედეგად, ბაზარი ნავთობის მიწოდებიდან დიდი მოცულობის გაქრობას ელოდა. თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა, რადგან ნავთობის სხვა მსხვილმა მწარმოებელმა ქვეყნებმა, როგორიცაა საუდის არაბეთი, რუსეთი და ფილქნური გაზის წარმოების ლიდერი აშშ, წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდეს. გაზრდილმა მოცულობამ ფაქტობრივად გადააჭარბა ბაზრიდან ამოღებული ირანული ნავთობის მოცულობას. სამივე მწარმოებელი ერთად დღეში 33 მილიონ ბარელ ნავთობზე მეტს აწვდის ბაზარს, რაც მსოფლიო მიწოდების მესამედია.

     მეორეს მხრივ, აშშ-ის სანქციებმა ირანული ნავთობის მიწოდება არ შეამცირა იმ მოცულობით, როგორც ბაზარი ელოდა, რადგან ვაშინგტონმა ირანული ნავთობის ყველაზე მსხვილ იმპორტიორ რამდენიმე ქვეყანაზე გამონაკლისი დაუშვა და ექვსი თვის მანძილზე ირანიდან ნავთობის შეზღუდული მოცულობით შესყიდვის ნება მისცა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/navtobis-fasi-bolo-eqvsi-tvis-minimumzea/