თბილისის მყარი ნარჩენების მართვის მიზნით EBRD 15 მლნ ევროს გამოყოფს


     საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და  კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის" სასესხო შეთანხმება გააფორმეს.

     ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი ითვალისწინებს 15 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას  თბილისის მყარი ნარჩენების მართვის მიზნით. აღნიშნული თანხა  შპს „თბილსერვის ჯგუფის" ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სათანადო ტექნიკის შესყიდვას მოხმარდება.

     სამინისტროში განმარტავენ, რომ პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ეფექტი და  ეკოლოგიური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებას მოემსახურება.

     დღესვე, პროექტის ფარგლებში, გაფორმდა საპროექტო და მხარდამჭერი ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოაწერეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, შპს „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ და კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ.

     ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეისთვის, EBRD-ის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა 200-ზე მეტი პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით 3 მილიარდი ევროა, საიდანაც 90 პროცენტი მიმართულია კერძო სექტორში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно