აშშ-მა, კანადამ და მექსიკამ ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს


      აშშ-ის, მექსიკის და კანადის წარმომადგენლებმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალ შეთანხმებას (USMCA) მოაწერეს ხელი. ​ამის შესახებ Deutsche Welle წერს. 

     გამოცემის ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონია მეხიკოში გაიმართა და მას მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორი, კანადის პრემიერმინისტრის მოადგილე ქრისტია ფრილენდი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი და სიძე ჯარედ კუშნერი ესწრებოდნენ. 

     ხელშეკრულებამ ქვეყნებს შორის 1994 წელს დადებული შეთანხმება (NAFTA) უნდა შეცვალოს. ახალ პირობებზე მოლაპარაკებები თითქმის 2 წელს გრძელდებოდა. ახლა შეთანხმება სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოებმა უნდა დაამტკიცონ. 

     დონალდ ტრამპს (NAFTA) წამგებიანად მიაჩნდა. თეთრი სახლის ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამ შეთანხმების გამო ამერიკაში საწარმოები დაიხურა და სამუშაო ადგილები შემცირდა. ახალ ხელშეკრულებას აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო სავაჭრო შეთანხმება უწოდა. 

     აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კანადის პრეზიდენტმა ჯასტინ ტრიუდომ და მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ სავაჭრო შეთანხმებას ხელი 2018 წელის 30 ნოემბერს მოაწერეს ხელი, თუმცა ამის შემდეგ მხარეებმა მასში ცვლილებები შეიტანეს და დოკუმენტი რატიფიცირებული არ არის. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно