"ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს ენერგობაზარი დაემსგავსოს ევროპულს" - თურნავა


     თბილისი ენერგეტიკის კვირეულს მასპინძლობს. ფორუმის გახსნით ღონისძიებაში ეკონომიკის მინისტრთან ერთად კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა და ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მიიღო მონაწილეობა.

     საქართველოს ენერგეტიკის კვირეული საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმია. მასში მონაწილეობას იღებს 300 სტუმარი 15-ზე მეტი ქვეყნიდან.

    "ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მასშტაბურ რეფორმას ენერგეტიკის სექტორში, რომლის ამოცანაც არის, რომ ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი დაემსგავსოს ევროპულ ენერგობაზარს და გახდეს უფრო ღია. ჩვენ ვგეგმავთ ახალ მზის პროექტებს და რაც მთავარია, ბაზრის გახსნამ შესაძლებელი გახადა, რომ მცირე და საშუალო ჰესები ვითარდება ყოველგვარი გარანტირებული შესყიდვის ტარიფის გარეშე და ასეთი უკვე 24 პროექტია. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს," - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно