ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა 20%-ით დაეცა


    ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ფონზე ნავთობის მოხმარებაზე მოთხოვნა 20%-ით (დღეში 3 მილიონი ბარელი) დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

    მისი ინფორმაციით, ეს მსოფლიო ბაზარზე 2008-2009 წლების კრიზისის შემდეგ მოთხოვნის ყველაზე დიდი ვარდნაა. ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია და დღეში 14 მილიონ ბარელს მოიხმარს, რაც საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მიერ მოხმარებული ნავთობის ჯამის ტოლია.

    20 იანვრიდან Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 10%-ით დაეცა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/ekonomika/126835/chinetshi-navtobze-motkhovna-20it-daetsa