სასურსათო-საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების დაბეგვრისა და ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილება მისასალმებელი ნაბიჯია - BAG-ი


     „სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების დაბეგვრისა და ჩამოწერის შესახებ საქართველოს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით გადადგმული ცალსახად პოზიტიური და მისასალმებელი ნაბიჯია. ამასთან, სახეზე გვაქვს ბიზნესთან რამდენიმეთვიანი კონსულტაციის შედეგად მიღებული კონკრეტული, ბიზნესისთვის მატერიალურად სასიკეთო შედეგი, რომელიც ბიზნესთან თანამშრომლობის რეჟიმში პრობლემების გადაწყვეტის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია" - აცხადებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას 25 ივნისის მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებისა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ლევან კაკავასთან, ასოციაციის წევრი კომპანიის წარმომადგენლებთნ შეხვედრის შემდეგ.

     ასოციაციაში განმარტავენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებებით სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის შემცირდება საოპერაციო ხარჯები, რაც ბიზნეს სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და ეს განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვითარების პირობებში.

     „თავის მხრივ, სასურსათო პროდუქციის საცალო ვაჭრობის სფეროში ჩართული კომპანიის წარმომადგენლებმა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები, საოპერაციო ხარჯების შემცირების პარალელურად, მნიშვნელოვნად ამარტივებენ ბიზნესის ოპერირებისათვის ამ ნაწილში დღემდე არსებულ პროცედურებს და აწესრიგებენ იმ შეუსაბამობას, როდესაც კომპანიებს უწევდათ მიუღებელ შემოსავალზე მოგებისა და დამატებითი ღირებულებების გადასახადების დარიცხვა" - აცხადებენ ასოციაციაში.

     საქართველოს მტავრობის გადაწყვეტილებით, მაღაზიები და კვების ობიექტები 100 ლარამდე ღირებულების გაფუჭებულ ან დაზიანებულ საქონელს საფასურის გარეშე ჩამოწერენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно