ინტერნეტ–დამოკიდებულება 21 საუკუნის დაავადებად აღიარეს


     ბევრი ადამიანისთვის,ინტერნეტში ვირტუალური ცხოვრება რეალურს ანაცვლებს. სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას ექიმები უკვე დაავადებად აღიარებენ. ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა, რომლის დაძლევა ადამიანს საკუთარი ძალებითაც შეუძლია. ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ადამიანი ვერ აცნობიერებს ინტერნეტზე დამოკიდებულებას. ინტერნეტ დამოკიდებულება მრავალი ფიზიკური  დაავადების მაპროვოცირებელია – ხერხემლის გამრუდებით დაწყებული ტვინის მოქმედების დარღვევით დამთავრებული. ცნობილია, რომ იწვევს თავის ტკივილს და უძილობას.

     უფრო საშიშია ფსიქოლოგიური  აშლილობები.ინტერნეტ–დამოკიდებულება იწვევს აგრესიას, უჩვეულო განრისხებას და ფსიქოზს, ხშირად ადამიანი ღრმა დეპრესიაში ვარდება. მახინჯდება ფასეულობების სიტემა, ადამიანებს ვირტუალურ სამყაროში ყოფნა ურჩევნიათ, ამიტომ სოციალურად დეზორიენტირებულნი ხდებიან. ცხოვრება მათთვის უაზრო ხდება.

     ადამიანი ინტერნეტ–დამოკიდებულია თუ:

– ძირითად თავისუფალ დროს კომპიუტერთან ატარებს;

–არ ჰყოფნის დრო ახლობლებთან ურთიერთობისთვის;

–ინტერნეტის არარსებობა აღიზიანებს;

– ახლობლებს უმალავს, რომ გამუდმებით სოციალურ ქსელში ატარებს დროს

– სოციალური ქსელი, მისთვის ურთიერთობის ძირითდი წყაროა.
მავნე დამოკიდებულებისაგან თავის დასაღწევად უპირველესად უნდა ვაღიაროთ პრობლემა. სანამ კვლავ შეხვალთ ინტერნეტში, დაფიქრდით, რამდენად საჭიროა თქვენთვის ვირტუალური ურთიერთობა და შეიძლება თუ არა მისი ჩანაცვლება საინტერესო და სასარგებლო საქმით.

     დათვალეთ, რამდენ დროს ხარჯავთ ინტერნეტზე და სოციალურ ქსელში ყოფნის ლიმიტი დააწესეთ.მეტი დრო დაუთმეთ რეალურ ცხოვრებას – ცოცხალ ურთიერთობას, ჰობს, სამსახურს. გააუქმეთ ზედმეტი და უსარგებლო პროფილები, დატოვეთ მხოლოდ ყველაზე აუცილებელი. მეგობართან ჩატაობის ნაცვლად  ეწვიეთ მას სტუმრად.

     მთვარია, მიხვდეთ, რომ თქვენს გარშემო გაცილებით საინტერესო რამეებია, ვიდრე ინტერნეტი.



 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://premiumi.ge/?p=6618