როგორ აქცია ოჯახმა და მთავრობამ 5 ტყუპი და შემოსავლის წყაროდ?


      წელს  კანადელ  ტყუპებს 83  წელი შეუსრულდებოდათ. ხუთმა დამ, რომელიც 1934 წლის 28 მაისს ღარიბი ფერმერის ოჯახში მოევლინა სამყაროს, კანადის მთავრობას კოლოსალური თანხა აშოვნინა. მათი ისტორია თავიდანვე  საზოგადოების  კუთვნილებად და მედიის მუდმივ თემად იქცა. ამის მიუხედავად,   ფულმა, და  დიდებამ მათ ბედნიერება არ მოუტანა. ხუთი ტყუპი და ისტორიის მეხსიერებაში ჩაიწერა, როგორც  ყველაზე ცნობილი და ამავე დროს ყველაზე უბედური ადამიანები…
1934 წლის 28 მაისს ონტარიოს ჩრდილოეთით მდებარე პატარა სოფელში ხუთი ტყუპი გოგო დაიბადა. დღენაკლული შვიდთვიანი გოგოები 600 გრამს იწონიდნენ. სოფლის ექიმი შიშობდა, რომ პატარები ერთ საათსაც ვერ იცოცხლებდნენ, ამიტომ სასწრაფოდ მონათლეს. დები პირველი 5 ტყუპი იყო, რომელიც გადარჩნენ. საოცარი ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა მთელ კანადაში.

     ფოტოზე: დედა ელზაირ დიონ და მისი ხუთი ქალიშვილი:ანეტი, მარი, ემილი, იბონი და სესილი, 28 მაისი 1934 წელი.
 ფოტოზე: დედა ელზაირ დიონ და მისი ხუთი ქალიშვილი:ანეტი, მარი, ემილი, იბონი და სესილი, 28 მაისი 1934 წელი.
      ბავშვები დაიბადნენ ღარიბი ფერმერის ოლივ დიონის ოჯახში, რომელიც მეუღლესთან და სამ უფროს ბავშვთან ცხოვრობდა. აღნიშნულ სახლში დენი და წყალიც კი არ ჰქონიათ.
 
ფერმერის მეუღლე გრძნობდა, რომ ტყუპები შეეძინებოდა, მაგრამ ხუთი ბავშვის გაჩენა მისთვის ნამდვილი მოულოდნელობა იყო.
 
ქალმა სახლში იმშობიარა. ექიმი ალან როი დარწმუნებული იყო, რომ  ბავშვები არ გადარჩებოდნენ. მშობიარობისთანავე დედამ ძლიერი შოკი გადაიტანა, ექიმი მის სიკვდილსაც ვარაუდობდა, მაგრამ ქალი  ორ საათში გამოკეთდა.  დედას, რადგან რძე არ ჰქონდა, ყოველ 2 საათში ბავშვებს წყლის, ძროხის რძის, სიმინდის სიროფის და ორიოდე წვეთი რომის ნაზავს აძლევდნენ.
 

ფოტოზე: ონტარიოს პრემიერ–მინისტრი მიტჩელ ჰეპბერნი დებ დიონებთან, 1934 წელი.

 
         გოგონებს, როდესაც 6 თვე შეუსრულდათ, მამამ ისინი  ჩიკაგოს მსოფლიო გამოფენაზე წაიყვანა. უჩვეულო ჩვენების ორგანიზებაში კანადის მთავრობაც მონაწილეობდა.
 
ბავშვებისთვის სპეციალური პავილიონი ააშენეს, ათი დიდი ფანჯრით და გალერეით, რათა მნახველებს უკეთ დაეთვალეიერებინათ გოგოების ყოფა.

 
  
       საგამოფენო პავილიონში გოგონები 1935 წლიდან 1943 წლამდე იმყოფებოდნენ და ამ პერიოდში ისინი 3 მილიონამდე  მნახველმა მოინახულა. დების წყალობით ჩიკაგოს გამოფენა ქალაქის ძირითად ღირსშესანიშნაობად იქცა, რამაც ტურისტული ნაკადი უჩვეულოდ გაზარდა. იმის გამო, რომ ტყუპების სანახავად ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანი მიდიოდა გოგონები ექთნების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. თამაშობდნენ საგანგებოდ აგებულ სათამაშო მოედანზე, რომლის ირგვლივ ბადე იყო გაჭიმული, იმ მხრიდან კი ბავშვების თამაშს ცნობისმოყვარე ხალხი უყურებდა. ბავშვების მდგომარეობა გალიაში გამოკეტილი ცხოველების ყოფას ჰგავდა.
       აღნიშნული ფაქტი ფულის მოგების მიზნით ბავშვების გამოყენების ერთ–ერთ ცინიკურ მეთოდად იქცა. აქვე იყიდებოდა სამახსოვრო სუვენირები. თოჯინების სპეციალური  კომპლექტიც გამოუშვეს, სადაც ზუსტად 5 ერთნაირი თოჯინა იყო. გამოფენაზე შესვლა უფასო იყო, მაგრამ კანადის მთავრობამ დიდი ფული დების გამოსახულებით მორთული სხვადსახვა ნივთის გაყიდვით იშოვა. ცნობილი ტყუპები  კულტად იქცნენ. ჰოლივუდში მათ შესახებ რამოდენიმე ფილმიც გადაიღეს. ბავშვთა კვების, ტანსაცმლის და სხვა საბავშვო საქონლის მწარმოებლები წარმატებით იყენებდნენ მათ სურათებს რეკლამისთვის. გოგონები სამყაროსგან იზოლირებულები იყვნენ. მათ ძვირადღირებული სათამაშოები, მოდური ტანსაცმელი და პედიატრთა საუკეთესო მოვლა ჰქონდათ, მაგრამ ისინი მოწყვეტილები იყვნენ მშობლებთან, და–ძმასთან და თანატოლებთან ურთიერთობას. 
 
 ფოტოზე დები ანეტ, სესილი,ემილი, მარი და ივონი 1936 წელს.

        ტყუპები, როდესაც 9 წლის გახდნენ კანადის მთავრობამ კალანდერში დიონების მთელი ოჯახისთვის დიდი სახლი ააშენა. ეს იდეა წარმატებით არ დაგვირგვინდა, რადგან დები ჩვეულებრივ ცხოვრებას არ იყვნენ შეჩვეულნი. დები ოჯახისგან მოწყვეტილი იზრდებოდნენ, ამიტომ სახლში ცხოვრება ვერ მოახერხეს. უფროსმა და–ძმებმაც ვერ შეძლეს ტყუპების მიღება, რომლებთანაც ამ დროის მანძილზე თითქმის არაფერი აკავშირებდათ. მათ მამას აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ შემოსავლების განაწილებისას უსამართლოდ მოექცნენ, ხოლო ვოლიერში ცხოვრებას შეჩვეული ბავშვები ვერაფრით ეგუებოდნენ ცხოვრების ახალ წესებს. ტყუპებმა ამ სახლში 16 წლამდე იცხოვრეს, სრულწლოვანი ასაკის მიღწევის შემდეგ კი ისინი ინტერნატში გააგზავნეს. 

ფოტოზე: დები დიონები 1943 წლის მაისში, 9 წლის შესრულებამდე რამოდენიმე დღით ადრე.

 

                                                   მორცხვი, გულჩათხრობილი გოგონები ვერ ახერხებდნენ ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობის წარმართვას. უჩვეულო ბავშვობა, რომელიც ადამიანურ ზოოპარკში გაატარეს, გოგონების ფსიქიკაზე სამუდამოდ აისახა. 

ფოტოზე: 16 წლის დები ნიუ–იორკში, Waldorf Astoria –ს სასტუმროში, 19 ოქტომბერი, 1950 წელი.



      თვრამეტი წლის შესრულებისთანავე დებმა ოჯახთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტეს. დების შემდგომი ბედი საკმაოდ სევდიანი აღმოჩნდა. 20 წლის ასაკში დაიღუპა ემილი, რომელიც ადრეულ ასაკში განერიდა საერო ცხოვრებას და მონასტერში დამკვიდრდა. აქ მას ეპილეფსიური შეტევები დაეწყო, რაც მისი ადრეული გარდაცვალების მიზეზი გახდა. დებისთვის ეს დიდი დარტყმა იყო. მარი გარდაიცვალა 30 წლის ასაკში წარუმატებელი გათხოვების შემდეგ. სესილმა და ანეტმაც ვერ ნახეს ბედნიერება პირად ცხოვრებაში. მთელი ცხოვრება ერთმანეთის მიმართ ძლიერ  მიზიდულობას განიცდიდნენ, საათობით საუბრობდნენ ტელეფონით და და  უდიდესი  სიხარულით სტუმრობდნენ ერთმანეთს. სესილსაც ტყუპები გაუჩნდა, მაგრამ მალევე ერთ–ერთი ტყუპისცალი გარდაიცვალა. სამი წლის შემდეგ კი ის დაქვრივდა. ივონი მონასტერში წავიდა, მაგრამ იქაც ვერ მოეწყო და ცხოვრების ბოლო წლები განმარტოებაში გაატარა.
 
 
      უკვე ზრდასრულმა დებმა სასამართლოში შეიტანეს სარჩელი და სახელმწიფოსგან  4 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღეს. „ ეს უკვე ძალიან გვიანია და ძალიან ცოტაა ჩვენი ცხოვრების დამახინჯებისთვის", – დასძინეს ცნობილმა დებმა. ხუთი ტყუპიდან დღესდღეობით  მხოლოდ ორიღაა ცოცხალი. 
 

 ფოტოზე:სამი და  ივონი,ანეტი და სესილი ავტობიოგრაფიული წიგნით „ოჯახის საიდუმლოებები" ხელში, 2ოქტომბერი 1995 წელი.














скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://news.tut.by