ჩადუნა ანუ გვიმრა ერბოთი და კვერცხით


 

საჭირო ინგრედიენტები:

ჩადუნა, ანუ გვიმრა 1კგ;

ხახვი 2 თავი;

ერბო 2–3 სუფრის კოვზი;

2 ცალი კვერცხი;

მარილი


      ჩადუნას გავაცალოთ ფოთლები (ორივე მხრიდან მარტივად ეცლება). გავრეცხოთ და მოვხარშოთ მარილიან წყალში დარბილებამდე. ამის შემდეგ გადავწუროთ. სურივილის შემთხვევაშ შეგვიძლია დავრათ, კლე ყლორტები, კი მთელ–მთელი დავტოვოთ. ტაფაზე გავადნოთ ერბო, მოვდაღოთ ხახვი და ჩავყაროთ ჩადუნა. დროდადრო ამოვურიოთ. 10–15 წუთის შემდეგ მოვასხათ ათქვეფილი კვერცხი.

გემრიელად მიირთვით!

ანა ბახტაძე

ultrapress.ge

 

 

 

 


 


 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно