სვეკოლნიკი – საზაფხულო ცივი წვნიანი


საჭირო ინგრედიენტები:

ჭარხალი 2–3 ცალი;
სტაფილო 2 ცალი;
ახალი კიტრი 2 ცალი;
მოხარშული კვერცხი 2 ცალი;
მწვანე ხახვი– 1 კონა;
არაჟანი– 1/2 ჭიქა;
ოხრახუში, კამა;
ძმარი/ლიმონის წვენი გემოვნებით;
მწიკვი შაქარი.
 
     გათლილი ჭარხალი და სტაფილო დავჭრათ კუბებად, მოვხარშოთ, გავაგრილოთ თავისივე ნახარშში. დავამატოთ, დაჭრილი კვერცხი, კიტრი, მწვანე ხახვი, მწვანილი, არაჟანი, მარილი, შაქარი, ლიმონის მჟვა. კარგად ავურიოთ და შევდგათ მაცივარში. მივირთვათ ცივი. თუ მეტად წვნიანი გსურთ, შეგიძლიათ დაამატოთ ბურახი.
 
გემრიელად მიირთვით!
 
ანა ბახტაძე
ultrapress.ge
скачать dle 11.0фильмы бесплатно