,,ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი პასუხს უახლოეს თვეებში გასცემს"– ზაალ უდუმაშვილი


     ივანიშვილმა დღეს ღიად დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებაში" და ხელისუფლებაში ღრმა კრიზისია - ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

     „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ამბობს, რომ ივანიშვილს დღეს არ უსაუბრია პოლიტიკაში დაბრუნების მთავარ მიზეზზე. უდუმაშვილის თქმით, პარტიაში დაბრუნებით ივანიშვილს პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვება სურს.
 
      „ივანიშვილმა დღეს ღიად დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებაში" და ხელისუფლებაში კრიზისი იმაზე უფრო ღრმა და იმაზე უფრო მძიმეა ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს და ვერანაირი ფერადი ქაღალდებით შეფუთვა ამ კრიზისის, ვერც პარტიას და ვერც ხელისუფლებას ვერ უშველის, თუმცა ივანიშვილს არ უსაუბრია დღეს მთავარზე თუ რეალურად რატომ დაბრუნდა ისევ პარტიაში, რეალურად მას სურს, პოლიტიკური იმუნიტეტის მიღება, იმუნიტეტის მიღება, რადგან გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა. ივანიშვილის გეგმები აქვს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, თუმცა საქართველოს მოსახლეობას სულ სხვა გეგმები აქვს და ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი და საქართველოს მოსახლეობა პასუხს უახლოეს თვეებში გასცემს,"-აცხადებ ზაალ უდუმაშვილი.
скачать dle 11.0фильмы бесплатно