,,ვუსმინე, როგორ გვეძახა წიქარიშვილმა მთავრობის წევრებს ძალაუფლებაზე შეყვარებული ბუშები"– წულუკიანი


     „პოლიციელიც ადამიანია, სამართალდამცველიც ადამიანია და თქვენ წარმოიდგინეთ, მინისტრიც ადამიანია,"-ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „თეთრი ხმაურის" მიერ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებს. 

     მინისტრი არ ეთანხმება „თეთრი ხმაურისა" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებსა და მოთხოვნებს.

     წულუკიანის თქმით, აქციის მონაწილეების მხრიდან ხელისუფლება "ლანძღვის ნიაღვარში" მოჰყვა.

     „ჩვენც, მთავრობაც, მოვყევით ამ ლანძღვის ნიაღვარში და მაგალითად, მე პირადად, ქუჩაში არ გამოვსულვარ, ამის უფლებას ჩემს თავს არ მივცემდი, მაგრამ ვუსმინე, როგორ გვეძახა ბატონმა ბექა წიქარიშვილმა მთავრობის წევრებს ძალაუფლებაზე შეყვარებული ბუშები ოღონდ სხვა სიტყვით, აქ რა თქმა უნდა ჯორჯს და ბარბარას არ ვგულისხმობ"-განაცხადა წულუკიანმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/104050