,,ეს უკვე მართლაც ბევრის მთქმელია ჩემთვის"– ეკა ბესელია ზაზა სარალიძეს


      ,,ეს განცხადება რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით , უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან"- ასე გამოეხმაურა ეკა ბესელია ზაზა სარალიძის იმ განცხადებას სადაც ამ უკანასკნელმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში ეკა ბესელიას ყოფნის შემთხვევაში კომისიის ობიექტუროპბა ეჭქვეშ დააყენა. 
 
     ,,ბატონო ზაზა კიდევ ერთხელ გიცხადებთ სამძიმარს თქვენ და ყველა დაზარალებულს.ეს განცხადება რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან! მე არცერთ ეთერში და მათ შორის ,,რუსთავი 2"– ის ეთერში, სადაც თქვენც იყავით არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას. ,,ნაც მოძრაობას" რასაც ვეუბნები ეს თქვენ ნამდვილად არ გეხებათ! ძალიან უცნაურია იმ კომისაში სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და ევროპული საქართველოს, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპიზიციის წარმომადგენელია ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას . ეს უკვე მართლაც ბევრისმთქმელია ჩემთვის..."- აცხადებს უმრავლესობის წევრი. 

     ,,ეკა ბესელია თუ იქნება ამ კომისიაში მე არ ვითანაშმრომლებ”- განუცხადა ზაზა სარალიძემ სერგი კაპანაძესთან შხვედრამდე. 

скачать dle 11.0фильмы бесплатно