,,დღემდე არ დაკითხულა ნიკა გვარამია და არ წაყენებია ბრალი იმ ქმედებისთვის რაც მან ჩაიდინა"– მჟავანაძე


      ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თვამჯდომარე, ნიკა გვარამიას მხრიდან მთვარისა ნავერიანის სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფის ფაქტზე, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით თამარ ჩუგოშვილს, ნინო ლომჯარიას და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას მიმართავს. 

      ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტის გამო გამოძიებას მთვარისა ნავერიანის გარდა არავინ დაუკითხავს.
 
      საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო თავმჯდომარეს ქალბატონ თამარ ჩუგოშვილს
      სახალხო დამცველს ქალბატონ ნინო ლომჯარიას
      საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარეს სოფიო კილაძეს
      საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ ეკა ბესელიას

     ,,მოგახსნებთ, რომ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება საქმე # 004310518004 მთვარისა ნავერიანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126 მუხლის პირველი ნაწილით. საქმე ეხება 31 მაისს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან გამართული აქციისას რუსთავი 2 გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ მოქალაქე მთვარისა ნავერიანზე განხორციელებულ ძალადობას, მუქარას და სიტყვიერ შეურაცყოფას. 

     გამოძიების დაწყებიდან გასულია ორ კვირაზე მეტი და საქმეზე მთვარისა ნავერიანის გარდა გამოძიებას არ დაუკითხავს არცერთი მოწმე რომელიც შეესწრო მომხდარ ფაქტს. არ გამოუთხოვია ტელევიზიებიდან ის ვიდეომასალა რომელიც ასახავს მომხდარს, არ ჩაუტარებია არცერთი საგამოძიებო მოქმედება რომელიც დაკავშირებული იქნებოდა მომხდარი ფაქტის დეტალურ დადგენასთან, არ უცნია დაზარალებულად მთვარისა ნავერიანი რომლის მიმართ განხორციელებული ძალადობა გარდა გავრცელებული ვიდეომასალისა დასტურდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით სადაც დაფიქსირევბული ის დაზიანებები, რომელიც მას მიაყენა ნიკა გვარამიამ 31 მაისს. რაც მთავრია დღემდე არ დაკითხულა ნიკა გვარამია და არ წაყენებია ბრალი იმ ქმედებისთვის რაც მან ჩაიდინა.

     მოგმართავ თხოვნით მიიღოთ თქვენ ხელთ არსებული ყველა საშუალება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით"– მიმართავს ნიკოლოზ მჟავანაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно