,,ოპოზიციურ ძალებთან ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში და დავნიშნავთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს" –სააკაშვილი


      საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, გამოკითხვების თანახმად, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" სამეგრელოსა და კახეთის რეგიონში ,,ქართულ ოცნებას" გაუსწო.

     ამის შესახებ, მიხეილ სააკაშვილი ,,ფეისბუქზე" წერს.
 
     ,,ყველა გამოკითხვით, საქართველოს დიდ რეგიონებში, ,,ნაციონალური მოძრაობა," ძალიან მიუახლოვდა ქოცებს, ხოლო სამეგრელოში და კახეთში გადაუსწრო. სხვა პარტიები ძალიან დასუსტდნენ. 

     აი, ამაზე ნერვიულობს ივანიშვილი და ამიტომ ჩართო ყველა რესურსი ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ, სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში და დავნიშნავთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს! ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ!"-წერს სააკაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно