ოკუპანტებმა გორის რაიონიდან მწყემსი გაიტაცეს


     საოკუპაციო რეჟიმმა გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან მწყემსი, 59 წლის მიშა პეტრიაშვილი გაიტაცა. გავრცელებული ინფორმაციით, მწყემსი ორ თანასოფლელთან ერთად დააკავეს. დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც მწყემსები საძოვარზე საქონელს მწყემსამდნენ. ორმა მწყემსმა გაქცევა მოახერხა.

     მომხდართან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно