,,თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ ზვიად გამსახურდიას ნათქვამის ჭეშმარიტება წითელ ინტელიგენციაზე"– მჟავანაძე


      ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავნაძე, რეჟისორ გიორგი შენგელაიას ,,რუსთავი 2"–ში სტუმრობას ,,ფეისბუქზე" გამოეხმაურა.
 
     ,,დიდი რეჟისორობა არ ნიშნავს დიდ ადამიანობას. ფსონს ვდებ არასამთავრობოებზე და თქვენზეო უთხრა ,,რუსთავი 2"-ს გიორგი შენგელაიამ. ჯერ იყო და ზვიად გამსახურდიას დამხობაში მიიღო მონაწილეობა, მერე შევარდნაძეს დაუჭირა მხარი ახლა კი მოქმედი მთავრობის ჩამოგდებას გეგმავს.

     დღევანდელი ინტერვიუთი ,,რუსთავი2"-თან თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ ზვიად გამსახურდიას ნათქვამის ჭეშმარიტება წითელ ინტელიგენციაზე, რომელიც პრივილეგიების და თანამდებობების გამო ჰყიდდა ეროვნულ ინტერესებს. 5 000 ლარამდე რომ გაზრდილიყო თქვენი დახმარება და დაენიშნეთ კინოცენტრის დირექტორად არც გაბუნიასთან მიხვიდოდით და არც ივანიშვილს დაუწყებდით გინებას. ისე კახურად კაცი რომელიც ადამიანისგან დახმარებას იღებს და მერე მასვე აგინებს იტყვიან ვირო მადლიო. ესეგი დახმარებაც უნდა მიიღო და მიმღებიც უნდა აგინო.
 
 
     თქვენმა ვიზიტმა რუსთავი 2-ში ბატონო გიორგი მონანიება გამახსენა, ,,აღსარებისთვის ეშმაკს ეახელი,"- წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно