,,საწვავის ფასი დაუბრუნდეს ნორმალურ ნიშნულს, ან ამას გააკეთებენ ან არადა ისინი მიიღებენ ძალიან დიდ წინააღმდეგობას"– მელიქიშვილი


      ,,საწვავის ფასი დაუბრუნდეს ნორმალურ ნიშნულს, ან ამას გააკეთებენ ან არადა ისინი მიიღებენ ძალიან დიდ წინააღმდეგობას მოსახლეობის მხრიდან," – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა.

      მისი თქმით, 2017 წლის ნიშნულს თუ დაუბრუნდება გადასახადი, მაშინ 20 თეთრით შემცირდება ერთ ლიტრზე ბენზინის ფასი.
 
„დღესვე, ნიშნულს რომ დაუბრუნდეს, რაც იყო 2017 წლამდე გადასახადი, 20 თეთრით შემცირდება ერთ ლიტრზე ბენზინის ფასი. მინდა, ხელისუფლებას მივმართო და ვუთხრა, ან ამას ნებით გააკეთებენ და 20 თეთრით შეამცირებენ ბენზინის ფასს, მინდა მივმართო ნავთობიმპორტიორებს, რომლებმაც ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საწვავის ფასი დაუბრუნდეს ნორმალურ ნიშნულს, ან ამას გააკეთებენ ან არადა ისინი მიიღებენ ძალიან დიდ წინააღმდეგობას მოსახლეობის მხრიდან," - ზურაბ მელიქიშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно