,,პროპაგანდისტულმა ქვედანაყოფმა კულტურის დამსახურებული ადამიანი ივანიშვილის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს"– ვოლსკი


     გია ვოლსკის განცხადებით, პროპაგანდისტულმა ქვედანაყოფმა კულტურის დამსახურებული ადამიანი ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს.

     ამის შესახებ ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
     
     „საკმაოდ შინაარსიანი, მე ვიტყოდი წინააღმდეგობრივი პოზიციები იქნა გამოხატული ოპოზიციისა და უმცირესობის მხრიდან მთელ რიგ ეკონომიკურ პარამეტრებზე. პრინციპში საკითხთან ახლოს არის, მაგრამ მნიშვნელოვნად სცილდება იმ თემას, რასაც ჰქვია სამთავრობო სტრუქტურის ოპტიმიზაციის სტრატეგიული მიმართულება. ბევრი საკითხია ისეთი, რომელიც ეხება ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს და ამ მიმართულებით სპეციალიზაცია ჩამოყალიბდა უმცირესობაში, ისევე როგორც უმცირესობის ყოფილ უმცირესობაში, „ნაციონალურ მოძრაობაში" და ამ თემასთან დაკავშირებით მუდმივი ლაპარაკი არის ერთ-ერთი სტრატეგიული პოლიტიკური მიმართულება, რომლიც ნებისმიერ თემას თან სდევს. ,,ნაციონალური მოძრაობის”  პროპაგანდისტულმა ქვედანაყოფმა ერთ-ერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწე, კულტურის დამსახურებული ადამიანი გამოიყვანეს, ალაპარაკეს გარკვეულ საკითხებზე ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ, რეალურად დამარხეს ამ ადამიანის ავტორიტეტი საზოგადოებაში და ამავე დროს სამიზნეზე მიიტანა მორიგი იერიში.
 
     მე გეუბნებით, რომ შემიძლია წარმოვადგინო დიდი სია იმ საკითხების, საქმეების, თუნდაც პიროვნულად, თუნდაც თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის პერიოდში, რა გააკეთა ქვეყნისათვის, საზოგადოებისათვის, ცალკეული პიროვნებებისათვის, ნებისმიერ რგოლში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ბევრი სიკეთე. თქვენ წარმოადგინეთ გარკვეული სია იმ საქმეების, რომელიც უპირისპირდება ქვეყნის, ან რომელიმე პიროვნების ინტერესებს. დაწყებული გამწვანების თემიდან, ეკოლოგიური თემიდან, დამთავრებული იმ ინვესტიციებზე, რაც დღეს ხორციელდება. ასევე რამდენი ადამიანის დასაქმების თემიდან დაწყებული, დამთავრებული იმ საკითხებზე, რასაც ეკონომიკური განვითარება ჰქვია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно