,,საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი"- იენს სტოლტერბერგი


     საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი - ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

     ,,უკვე ათი წელია, რაც პირველი შეხვედრა შედგა ნატო-საქართველოს კომისიისა. სადაც დიდი მიზნები დაისახა რომ მიახლოებოდა საქართველო ნატოს წევრობას. საქართველო აღიარებული იქნა ნატოს სანდო მეგობრად იმ მიზნით, რომ საქართველო გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. საქართველო აგრძელებს თავის წვლილის შეტანას ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებში და საქართველოს ხალხის მიერ არის აღიარებული ის უსაფრთხოების საკითხები, რასაც ჩვენ ერთობლივად ვიზიარებთ.

     საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ჩვენი ლიდერები აუცილებლად გასწევენ დიდ ძალისხმევას, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვართ იმ პროგრესით, რაც თქვენ მოახდინეთ და იმ რეფორმებით, რომელსაც აგრძელებთ. დიდი მადლობა, იმ წვლილისთვის რომელიც შეიტანეთ უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში. ის, რაც ნატოს სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება ესეც ძალიან კარგად სრულდება,"-განაცხადა სტოლტენბერგმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно