„მარგველაშვილს არ ველოდებით, რადგან საკუთარი დღის წესრიგით ვმოქმედებთ"– ბესელია


      „მარგველაშვილს არ ველოდებით, რადგან საკუთარი დღის წესრიგით ვმოქმედებთ",– ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.
 
      ბესელიას განმარტებით, კანდიდატის შერჩევა შესაძლოა, აქამდე არსებული ტრადიციული გზით არ მოხდეს.
 
     „მარგველაშვილს არ ველოდებით, რადგან საკუთარი დღის წესრიგით ვმოქმედებთ. ვფიქრობ, დღეს დაგეგმილ ეთერში პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სხვა საკითხებთან ერთად, ამაზეც ექნება რამდენიმე საინტერესო და ღია გზავნილი. კანდიდატთან დაკავშირებით, გუნდს საკუთარი ხედვა აქვს და ვფიქრობ, მალე მოხდება დასახელება. ერთ-ერთ კრიტერიუმს გამოვყოფდი – გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელსაც უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გამოცდილება, საზოგადოების ცნობადობა და ნდობა, ვფიქრობთ იმაზეც, უნდა იყოს თუ არა პარტიული სახე”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.


    
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно