,,მარგველაშვილი არ იმსახურებს მსგავს კითხვებზე პასუხს ჩემგან"– ივანიშვილი


     პარტია ,,ქართული ოცნების" თავმდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ტრაქტორების საქმე მისთვის საამაყოა, ხოლო მარგველაშვილის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სირცხვილი.
 
     ივანივილი პროკურატურაში დაკითხვაზე ყოფილი მინისტრების დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის დაბარებას გამოეხმაურა.

    აღნიშნულ თემაზე ბიძინა ივანიშვილმა ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გადაცემაში ,,აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" ისაუბრა. 
 
      ,,პროცესი მიდის. მე არ დავასწრებ მოვლენებს და ვერც დავასწრებ. ვფიქრობ, რომ ნორმალურია, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიძლება მსგავსი მოხდეს. მაგრამ იმას, რასაც კითხულლობს ეს კაცი მარგველაშვილი, რომ ტრაქტორებს არ დაემსგავსოს და კაბელების თემას და კითხვას სვამს, ის პასუხს არ იმსახურებს, მსგავს კითხვებზე, რამეთუ მან მოახერხა და 8 მილიონი, რომელიც სააკაშვილმა უკანონოდ დახარჯა ბიუჯეტიდან, ამას უწოდა პიჯაკების თემა და პოლიტიკურ დევნილადაც კი დაასახელა სადღაც. შესაბამისად ეს კაცი არ იმსახურებს მსგავს კითხვებზე პასუხს ჩემგან, თუმცა რადგან კითხვა დაისვა საზოგადოებას მაინც შევახსენებ, რომ ე.წ. ტრაქტორების საქმე ჩემთვის დღესაც საამაყოა და როდესაც ამას უარყოფით კონტექსში შეგვახსენებენ ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ,,ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკაზე გადავიდა. სირცხვილია ესეთი პროცესი. კაცს, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიულობაზე, ან სახელმწიფოებრივ მოღვაწეობაზე ასეთი რაკურსით საუბრობდეს ცოტა უხერხულია"– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 
скачать dle 11.0фильмы бесплатно