,,ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ჩვენ დაგვიბრუნდება დაკარგული ტერიტორიები"- მეუფე იობი


     ,,ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ჩვენ დაგვიბრუნდება დაკარგული ტერიტორიები" – ამის შესახებ რუისისა და ურბნისის ეპისკოპოსმა ქადაგებისას ისაუბრა.
 
    მეუფე იობი საპრეზიდენტო არჩევნებსაც გამოეხმაურა და დასძინა, რომ „როდესაც საქართველოში არჩევნები ტარდება დიაგნოზი ესმევა ქართველ ერს და სრულიად საქართველოს ვის დაუჭერს მხარს."
 
      „როდესაც საქართველოში არჩევნები ტარდება დიაგნოზი ესმევა ქართველ ერს და სრულიად საქართველოს ვის დაუჭერს მხარს. აქედან თუ სიჯანსაღე არ არის არასწორ არჩევანს გააკეთებენ. დღეს ეს პრეზიდენტობის კანდიდატები იმდენ რამეს ჰპირდებიან ქვეყანას და ერს თითქოს ის კანონი დაავიწყდათ რა კანონითაც დღეს მოქმედებს სახელმწიფო. ფიქრობენ, რომ ის პერიოდი რა დროსაც სააკაშვილი ქვეყანაში იყო ჰგონიათ რომ პრეზიდენტი რომ გახდება იმ მდგომარეობით წარმართავს საქართველოს ცხოვრებას - ეს ასე არ არის.

     "ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ და ვიაზროვნოთ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს თითქოს ვერ დავიბრუნებთ, რადგან ძალიან დიდი პატრონი ჰყავს რუსეთის სახით ამ პატარა რეგიონს. ისინი არ არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები ისინი არიან ოკუპირებული რეგიონები, აქედან გამომდინარე ჩვენ სულ მალე ვნახავთ, რომ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ჩვენ დაგვიბრუნდება დაკარგული ტერიტორიები,"-ამბობს მეუფე იობი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно