,,ივანიშვილს ღრმად აქვს ჩაყოფილი ხელი თითოეული ქართველის ჯიბეში"– სააკაშვილი


     საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მისი გუნდი შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.
 
     სააკაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავარი მევახშე ივანიშვილის ,,ქართუ" ბანკია.
 
     ,,შეიქმნა ძალიან მძლავრი, ფართო გაერთიანება, "ძალა ერთობაშია" და მისმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დაიწყო ბრძოლა არჩევნებში გამარჯვებისთვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ შემოდგომაზე და დავასრულებთ ივანიშვილის თარეშს საქართველოში, განადგურებას ქართული ბუნების, მოვაშთობთ მის ხელებს ჩვენი ჯიბეებიდან იმიტომ, რომ მას აქვს ღრმად ჩაყოფილი ხელი თითოეული ქართველის ჯიბეში და ძარცვავს უმოწყალოდ საქართველოს. ივანიშვილის ახლა ცდილობს თავის თავის გადარჩენას. მთავარი მევახშე საქართველოსი არის მისი ქართუ ბანკი,"-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно