„ძალიან შეშფოთებული ვარ, რადგან რუსეთი დაგეგმილ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას ეცდება"– ტრამპი


     ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთი დაგეგმილ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას შეეცდება, რადგან ,,მათ არ სურთ დონალდ ტრამპი."

     ამის შესახებ აშშ–ს პრეზიდენტმა Twitter-ის პირად გვერდზე განაცხადა. 
  
     „ძალიან შეშფოთებული ვარ, რადგან რუსეთი დაგეგმილ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას ეცდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აშშ-ის არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა რუსეთის მიმართ ჩემსავით მკაცრი. სწორედ ამიტომ, ისინი დემოკრატების გამარჯვებას ეცდებიან. მათ ნამდვილად არ სურთ დონალდ ტრამპი", – დაწერა სოიალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე ტრამპმა.
 
     შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატის სრული გადახარისხება მოხდება. ამასთან, სენატის 100 წევრიდან 35 ახალს, ასევე 39 გუბერნატორს აირჩევენ. 
скачать dle 11.0фильмы бесплатно