,,რიჟვაძის სახლთან უნდა იყოს პიკეტირება და მოღალატის დიდი ტრაფარეტი გაკრული" – მჟავანაძე


      ,,ჩვენ, რომ თავმოყვარეობა გვქონდეს რიჟვაძის სახლთან უნდა იყოს პიკეტირება და მოღალატის დიდი ტრაფარეტი გაკრული," – ამის შესახებ ,,უფლებადამცველთა გაერთიანების"თავმჯდომარემ მედიაკავშირ ,,ობიექტივის" ეთერში საკუთარ გადაცემაში განაცხადა. 
 
     ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, რიჟვაძის და მსგავსი ტიპის ადამიანების ხელშეწყობით, აჭარაში ქართველ ახალგაზრებს, ისლამური რელიგიის მიმდევრებად ზრდიან. 
 
     ,,რიჟვაძის და მსგავსი ტიპის მოღალატეების ხელშწყობით აქტიურად მიდის აჭარაში ისლამიზაციის პროცესი, რისი დასტურიცაა მედრესების გახსნა და ქართველი ახალგაზრდების აღზრდა, არა ქრისტიანებად, არამედ მუსლიმანებად.

      ვინ მისცა უფლება თურქეთის პოზიციების გამხმოვანებელ რიჟვაძეს, რომ რაღაც მოღალატური გადაწყვეტილებები მიიღოს ქართველი მოსახლეობის გვერდის ავლით. ჩვენ, რომ თავმოყვარეობა გვქონდეს რიჟვაძე საერთოდ არ უნდა იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე. მის სახლთან უნდა იყოს პიკეტირება და  მოღალატის დიდი ტრაფარეტი გაკრული.
 
     თურქეთში, როდესაც ქართული ტაძრები სავალალო მდგომარეობაშია, აქ თურქების ინტერესების გამტარებელი რიჟვაძე და მსგავსი ტიპის მოღალატეები ასეთ განცხადებებს აკეთებენ. რიჟვაძისს ტიპის რენეგატი ადამიანები მიგვიყვანენ აჭარის დაკარგვამდე. იმედს გამოვთქვამ, რომ ხელისუფლებამ, როგორც კვირიკაშვილთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება მოღალატე რიჟვაძეც გამწესებული იქნება თანამდებობიდან,"– აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно