,,საქართველოს მოქალაქეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, თავიდან მოიშორონ ეს ხელისუფლება"– ვაშაძე


      ,,საქართველოს მოქალაქეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, თავიდან მოიშორონ ეს ხელისუფლება,"- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ სენაკში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
 
     „შემოვიარეთ ყველა რაიონი და ყველგან მოვუსმინეთ მოქალაქეს. ეს იყო ამ ჩამოსვლის მთავარი მიზანი. აღმოვაჩინე ის, რაც ჩამოსვლამდეც ვიცოდით, მაგრამ ასეთი სიმძაფრით არა, რომ საქართველოს მოქალაქეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, თავიდან მოიშორონ ეს ხელისუფლება, რომელიც არა მარტო არაპროფესიონალი უცოდინარია, არამედ მავნებელიც არის"
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно