,,განგაშის ზარი შემოსაკრავი არაღიარების პოლიტიკის თაობაზე არ არის"- ციხელაშვილი


     ბაშარ ალ-ასადი ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილ ვიზიტს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ფაქტს, საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევად აფასებს.

     თუმცა, მთავრობის წევრები თვლიან, რომ საქართველოს ტერიტორიების არაღიარების კუთხით საგანგაშო ვითარება არ აქვს, თუმცა საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რუსეთის პოლიტიკა მომავალში წარუმატებელი იყოს.

     „ჩვენ არანაირი განგაშის ზარი შემოსაკრავი არაღიარების პოლიტიკის თაობაზე ან რაიმე რისკის თაობაზე არ გვაქვს, თუმცა რა თქმა უნდა სახელმწიფო გააგრძელებს ძალიან აქტიურ მუშაობას პარტნიორებთან ერთად, რომ რუსეთის ამ მცდელობებს მომავალში არ ჰქონდეს არანაირი წარმატება,"-აცხადებს ციხელაშვილი.

     ბაშარ ასადს რიგით კრიმინალად მოიხსენიებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი.

     „ასადი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც არ ზოგავს საკუთარ ხალხს და წამლავს მათ საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული გაზით. ასე რომ მასთან ლაპარაკს არ აპირებს ცივილიზებული სამყარო. ის ვის შეხვდება თუ არა თავისნაირ ადამიანებს. ამას ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს,"-აცხადებს სოზარ სუბარი.

     ბაშარ ალ-ასადი ოკუპირებულ ცხინვალში ჩასვლას გეგმავს. სირიის პრეზიდენტის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაძლო ვიზიტის შესახებ მორიგი განცხადება, ანატოლი ბიბილოვმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

     საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიის ლიდერი შესაძლოა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწროს.

     მისი თქმით, ასადმა გამოთქვა სურვილი საპასუხო ვიზიტი განახორციელოს, ზუსტი თარიღი სირიაში არსებულ ვითარებასა და ასადის განრიგზე იქნება დამოკიდებული.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/110217