,,გიხაროდეთ" ისედაც მდიდარი ხელისუფლება, კიდევ უფრო გამდიდრდება, ნარკოტიკებით ვაჭრობით"– ბაღათურია


 
     ,,გიხაროდეთ" ისედაც მდიდარი ხელისუფლება, კიდევ უფრო გამდიდრდება, ნარკოტიკებით ვაჭრობით,"–ამის შესახებ ,,ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ,,ფეისბუქზე წერს:
 
     ბაღათურიას აზრით, მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია ხელისუფლების შეთქმულებაა ქართველი ერის და სახელმწიფოს წინააღმდეგ.
 
     ,,ქართული ოცნების” მიერ დანიშნულმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა, მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია განახორციელეს. ხელისუფლება თავს იკატუნებს, ვითომ ამით კმაყოფილი არ არის. თუმცა, ალბათ გესმით რომ, სინამდვილეში ეს სწორედ ხელისუფლების შეთქმულებაა, ერის და სახელმწიფოს წინააღმდეგ.

     ოღონდ ამით არაფერიც არ მთავრდება. პირიქით. ამით იწყება ქართველების საბოლოოდ განადგურების და ჩვენს ნაცვლად თურქების, ირანელების, არაბების, ინდოელების და კიდევ სხვების, ვისიც გინდა, ოღონდ ქართველი არ იყოს და ვისიც გინდა იმათი ჩამოსახლების პროცესი.

     P.S. აგერ ფოტოებზე, იუსტიციის სახლში რომ დგანან ქართული მიწის გადმოსაფორმებლად და საქართველოს უკვე რომ მოედვნენ.
 
 
     ხო მართლა, ,,გიხაროდეთ," სამაგიეროდ ისედაც მდიდარი ხელისუფლება კიდევ უფრო გამდიდრდება, ნარკოტიკებით ვაჭრობით! 

     ახლა უკვე ლეგალურად თორემ, ამ სამარცხვინო საქმეს არც აქამდე თაკილობდნენ ესენი!"– წერს ჯონდი ბაღათურია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно