დანიაში საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მუსლიმური თავსაბურავის ტარება აიკრძალა


     დანიაში საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მუსლიმური თავსაბურავის ტარება ოფიციალურად აიკრძალა. შესაბამისი კანონი დღეიდან შევიდა ძალაში.
 
     აიკრძალა ისეთი თავსაბურავის ტარება, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს. აკრძალვა შეეხო ფარანჯას და ნიკაბს, რაც შეეხება ჰიჯაბს, მას ეს შეზღუდვა არ ეხება. მუსლიმური თავსაბურავების გარდა, აკრძალვა შეეხო დიდი ზომის ქუდებს, შარფებს, ნიღბებსა და ხელოვნურ წვერსაც.

     დანიელი კანონმდებლები განცხადებით, ახალი რეგულაცია რელიგიის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ის მხოლოდ უსაფრთხოებას და კრიმინალის შემცირებას ემსახურება.

     ახალი კანონის გამო მუსლიმები მასშტაბური აქციების გამართვით იმუქრრებიან. მსგავსი აკრძალვა უკვე ევროპის 8 ქვეყანაში მოქმედებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно