სახელმწიფო აუდიტის სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს


     სახელმწიფო აუდიტის სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს. ,,ულტრაპრესი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

     "სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს საარჩევნო კამპანიის მონიტორინგის საკითხებით დაინტერესებულ და შესაბამისი გამოცდილების მქონე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, და მათ წარმომადგენლებს იწვევს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პროცესში პოლიტიკური ფინანსების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო/საინფორმაციო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად.

     შეხვედრა გაიმართება 2018 წლის 20 აგვისტოს, 15:00 საათზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფისში. მისამართი: ქ. თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. N96.

     დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა წერილობით უნდა წარმოადგინონ მათი წარმომადგენლის ვინაობა და ინფორმაცია არჩევნების არაპარტიული მონიტორინგის გამოცდილების შესახებ.

     პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პირველად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დროს შეიქმნა და ფუნქციონირებდა, ასევე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების პერიოდებში.

     კომისიის მიზანია პოლიტიკური დაფინანსების რეგულაციების შესაძლო დარღვევის თაობაზე მიღებული ინფორმაციის გაცვლა, ანალიზი, ასევე, პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი ნორმების აღსრულების საკითხებზე საექსპერტო–საკონსულტაციო ამოცანათა შესრულება" - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის მიმართვაში.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно