,,არსებობს საქართველოს მხრიდან აგრესიის გამეორების საშიშროება" - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი


      ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი მოუწოდებს ნატოს ქვეყნებს, გაითვალისწინონ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები, შეაფასონ რეგიონში ძალების რთული განლაგება და არ დაუშვან გაუაზრებელი ქმედებები.
 
      ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოში მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები "ღირსეული პარტნიორი 2018," დაკავშირებულია 2008 წლის მოვლენების წლისთავთან და მეზობელი ქვეყნებისთვის ძალების დემონსტრირებას წარმოადგენს მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო სწავლებების გაცხადებული მიზანი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ხელშეწყობაა.

     საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, თბილისი ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობას შთააგონოს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი სინამდვილეში რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარეობდა.

     "ზემოთ აღნიშნული ფაქტები მიუთითებს, რომ არსებობს საქართველოს მხრიდან აგრესიის გამეორების საშიშროება" - წერია განცხადებაში.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/110871