,,დრომ გვაჩვენა რომ ეს იყო რუსეთის მიერ კარგად დაგეგმილი სტრატეგია"- სააკაშვილი


      ,,დრომ გვაჩვენა რომ ეს იყო რუსეთის მიერ კარგად დაგეგმილი სტრატეგია,"– ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ,,ეხო მოსკვის" ეთერში განაცხადა.
 
     მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო შეეცადა დაერწმუნებინა რუსეთი ომზე უარი ეთქვა, თუმცა პუტინმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის საკუთარ გეგმებს მაინც განახორციელებდა.
 
     „საქართველო შეეცადა დაერწმუნებინა რუსეთი ომზე უარი ეთქვა. 2008 წლის თებერვალში შედგა შეხვედრა ჩემსა და პუტინს შორის. მე მას ვუთხარი, რომ მზად ვარ ხელი მოვაწერო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში არ განთავსდება ნატოს და ნებისმიერი სხვა ქვეყნის ბაზები, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის მშვიდობის სანაცვლოდ უნდა მომხდარიყო.
 
     კონფლიქტის თავიდან აცილების მეორე მცდელობა იყო დევნილების მათ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების შეთავაზება, თუმცა ამაზე უხეში უარი მივიღეთ. პუტინმა პირდაპირ თქვა, რომ ის თავის გეგმებს მაინც განახორციელებს. დღეს მსოფლიო გაცილებით ჭკვიანი გახდა. ყველა მიხვდა, რომ ის რაც 2008 წელს მოხდა არ იყო ერთი ეპიზოდი სადღაც კავკასიის რეგიონში. საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შემდეგ მოხდა თავდასხმა უკრაინაზე, ყირიმის ანექსია, სირიის ავანტიურა და უფრო და უფრო მზარდი საფრთხეები დასავლეთის ქვეყნების მიმართ. დრომ გვაჩვენა რომ ეს იყო რუსეთის მიერ კარგად დაგეგმილი სტრატეგია," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно