,,ყურადღებით წაიკითხეთ, განსაკუთრებით "ქართველმა პუწინისტებმა"– კირვალიძე


     ჩემთვის ცხადზე ცხადია, მაგრამ ზოგიერთისთვის "ჰაერში ტრიალებს" ერთი სამართლიანი, პოლიტიკური შინაარსის კითხვა, რომელიც ისტორიული სიმართლის დასადგენად პასუხს საჭიროებს, რადგანაც საქართველოს გამთლიანებისთვისაა აუცილებელი!..

     პუწინი და რუსეთის სხვა ლიდერები, ყველა საჯარო გამოსვლაში "თავის გამართლებას ცდილობენ" და ამბობენ:"2008 წლის აგვისტოში, ჩვენ იძულებული ვიყავით გვეპასუხა სააკაშვილის ქმედებებისთვის და იგი შეგვეჩერებინაო"! - კი ბატონო, ამის თქმის საბაბ-მიზეზი ავანტიურისტმა სააკაშვილმა გარკვეულწილად მისცა ("სატოპკე აუწია"?!) რუსებს, მაგრამ, მაგ მართლაც ოკუპანტმა რუსეთმა, რატომღა "აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აფხაზეთი და ე.წ. "სამხრეთ ოსეთი" და რატომ განიზრახა საქართველოს დანაწევრება?! 

     დიახ, პუწინი და რუსეთის სხვა ხელმძღვანელები, რუსულ და უცხოურ მასმედიაში მუდმივად, - "რუსი და ქართველი ხალხების მეგობრობაზე, სიყვარულზე და პატივისცემაზე" საუბრობენ?! მაგრამ, თუ "ჩვენი მეგობრები არიან, ჩვენი სამშობლო უყვართ" და "მხოლოდ" სააკაშვილი სძულთ, მაშინ რაღატომ გვიქუცმაცებენ სამშობლოს და "ახალი რეალობის შეგუებისკენ" რატომ მოგვიწოდებენ?! 

     პუწინი, საქართველოს რას ერჩოდა, მისი დანაწევრება რატომ გადაწყვიტა, მას ხომ სააკაშვილის "დანაწევრება" უნდოდა, როგორც პირდებოდა, დავიჯერო გაუჭირდებოდა, ამგვარი "გამოცდილება" არა აქვთ რუსებს, თუ რა?! აგერ, ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი "საუკეთესო" ფაქტი მოვიძიე, რომლის ლინკსაც ვდებ! 

 https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90_ %E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98 -
 
(ჰაზიფულა ამინი, - ავღანეთის მეორე პრეზიდენტი! ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს. ამინი ცდილობდა ავღანეთის, აშშ-სა და პაკისტანის ინტერესების გატარებას, რამაც საბჭოთა კავშირის უკმაყოფილობა გამოიწვია და 1979 წლის 27 დეკემბერს, რუსული კგბ-ს სპეცრაზმი შეიჭრა პრეზიდენტისს სასახლეში და მოახდინა ამინის ლიკვიდაცია)! - ყურადღებით წაიკითხეთ, განსაკუთრებით ქართველმა "პუწინისტებმა და მიშისტებმა"! რუსებმა, როცა დასჭირდათ შორეულ ავღანეთში "დასაჯეს" ის, ვინც უნდოდათ და ყურისძირში, საქართველოში ვერ შესძლებდნენ ამის გაკეთებას?! რუსებმა, ხელი უნდა აიღონ, ჩვენი ქვეყანის გახლეჩვაზე და სხვა საკითხებზე, რაზეც უნდათ ვისაუბროთ! ხოლო, თუ სააკაშვილის "ზუბი" აქვთ, მათ ბრწყინვალედ იციან, სად და როგორ არის იგი!..
 
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
скачать dle 11.0фильмы бесплатно