„არსებობს კონკრეტული განაჩენი და უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ განაჩენის შესაბამისად"-კობახიძე ციანიდის საქმეზე


     „ჩვენთვის სახელმძღვანელოა სასამართლოს გადაწყვეტილება. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, კონკრეტული განაჩენი და უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ განაჩენის შესაბამისად",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას.

     მისივე თქმით, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ დეკანოზს, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

     „ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, ჩვენ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

     ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც სტრასბურგის მოსამართლეები საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ გავრცელებულ კადრებს ნახავენ, ისინი თავის სუბიექტურ გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებენ.

     „მე პირადად მაქვს ნანახი უშუალოდ ის ვიდეო კადრები, რომლებიც გავრცელდა თავის დროზე საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ. როდესაც სტრასბურგის მოსამართლეები ამ კადრებს ნახავენ, ისინი ალბათ თავის სუბიექტურ გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებენ"-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно