,,სოკარი" ამ აზერულ საწამლავს მხოლოდ აქ ყიდის, ნუ გადააყოლებთ ამ ,,სოკარს" მომავალ თაობას...– გურჩიანი


     ,,ტოიოტა ცენტრის" დირექტორი ირაკლი გურჩიანი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:   
 
     ,,ძვირფასო ვისაც გეხებათ, პატივი ეცით საქართველოს მოსახლეობას-აკრძალეთ ღამის ფრენები,არ გრცხვენიათ რომ ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნების პონტში გვიყურებენ ავიაკომპანიები.ნაიპუგ გიღებენ-მაშინ არ ვიფრენთო.და ნუ იფრენენ ,ხელი შევუწყოთ აირზენას და ის იფრენს ყველგან.აკრძალეთ დღე ტრანზიტული ტრაილერების გრიალი-მხოლოდ ღამის 11 დან დილის 7 მდე,გაიხედეთ ტრასებზე რა ხდება !!!ეს გზები ჯერ ჩვენია და მერე ტრანზიტული თურქების. დაამთავრებთ ბანებს როდისმე 22 საუკუნეში და მერე დააბრუნებთ-ბევრ ქვეყანაშია ასე ვისაც გზების პრობლემა აქვს!!!
 
     შემოიღეთ საწვავზე ევრო 5 სტანდარტი.ნუ დახოცავთ საკუთარ შვილებს და ნუ გადააყოლებთ ამ სოკარს მომავალ თაობას. ეს სოკარი ამ აზერულ საწამლავს მხოლოდ აქ ყიდის.საწამლავია იმიტომ რომ ამ პროდუქციას უშვებენ 1960 წელს აშენებულ და გადაუიარაღებელ ბაქოს ქარხანაში!!! ამით დაიწყეთ!!! და კიდევ ბევრია !!!!! მერე კიდევ გირჩევთ,"- წერს ირაკლი გურჩიანი.
скачать dle 11.0фильмы бесплатно