,,მერკელის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს ევროპული არჩევანის ურყევი მხარდამჭერია"– ზალკალიანი


     „დასრულდა გერმანიის კანცლერის ისტორიული ვიზიტი საქართველოში. ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერის ჩამოსვლა საქართველოში იყო თავისთავად უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ გერმანია არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ურყევი მხარდამჭერი, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკს, ეს იყო კიდევ ერთი გზავნილი, რომ გერმანია მხარს უჭერს იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

     მინისტრის განცხადებით, გერმანიის კანცლერთან განხილული საკითხები უაღრესად მნიშვნელოვანია.
 
     ,,კანცლერმა მერკელმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო დგას სწორ გზაზე ეკონომიკური რეფორმების და განვითარების კუთხით და ვფიქრობ, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც განხილული იყო შეხვედრების დროს, როგორც გერმანიასთან ორმხირვი ურთიერთობების საკითხი, ისე რეგიონალური გამოწვევების თემები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებები, დროის თვალსაზრისით, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც საქართველოს გააჩნია, იყო უაღრესად მნიშვნელოვანი" , განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის გაცილების ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно