ოკუპირებული რეგიონები ე.წ. აღიარებიდან ათი წლისთავს აღნიშნავენ


     რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით ცხინვალსა და სოხუმში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. ცხინვალის სტადიონზე მასშტაბური თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართება სახელწოდებით "სამხრეთ ოსეთი - მამაცობის ისტორია." ღონისძიებას პირველად დაესწრება რუსეთში სირიის ელჩი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში თარიღის აღსანიშნავად ჩავიდა. რუსეთის 11-კაციან დელეგაციას კი პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ხელმძღვანელობს. ოკუპირებულ რეგიონში იმყოფებიან თვითაღიარებული დონეცკის, ლუგანსკის, მთიანი ყარაბაღისა და ნაურუს წარმომადგენლებიც. საზეიმო ღონისძიებები კონცერტითა და ფოიერვერკებით დასრულდება.

     რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სუვერენიტეტის აღიარების დადგენილებას ხელი ომიდან ორი კვირის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს მოაწერა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ოფიციალურმა მოსკოვმა საოკუპაციო რეჟიმებთან 100-ზე მეტი უკანონო ხელშეკრულება გააფორმა.
 
      შიდა ქართლში უსაფრთხოების მოტივით უკვე მეორე დღეა ჩაკეტილია ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტები.

     საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების ჩაკეტვის მიზეზი ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ღონისძიებები, რომელიც ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ეძღვნება.  

     სოფელ ოძისში საუბრობენ იმაზეც, რომ მათ არ აქვთ საშუალება საკუთარი სავარგულები დაამუშაონ ან ტყიდან შეშა გამოიტანონ. სოფელში უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობენ. ადგილობრივები ამბობენ იმასაც, რომ გარშემო მთლიანად საოკუპაციო ჯარია განლაგებული, რაც რა თქმა უნდა შიშის საფუძველს ქმნის.

     „კრუგში" სულ რუსეთში ვართ. აგერ აქამდე არიან ჩამოსულები,"-აცხადებენ ადგილობრივები. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/112059